ქ. ვანში, თამარ მეფის ქუჩის პირველ შესახვევში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. თამარ მეფის ქუჩაზე იგება 850 მეტრი ასფალტის საფარი, რაზედაც საახელმწიფო ბიუჯეტიდან 205 578 ლარი დაიხარჯება. სპეციალისტების განცხადებით, სამუშაოები ვადების დაცვით,ხარისხიანად ხორციელდება.
The post თამარ მეფის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს appeared first on ვანის მუნიციპალიტეტის მერია.