შუამთას ადმინისტრაციულ ერთეულში, შუამთა-ქედის დამაკავშირებელი საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია. შუამთა-ქედის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე იგება 2 100 მეტრი ბეტონის გზა. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“. პროექტს აფინანსებს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა და მისი ბიუჯეტი 433 488 ლარს შეადგენს. […]
The post შუამთას ადმინისტრაციულ ერთეულში,შუამთა-ქედის დამაკავშირებელი საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება appeared first on ვანის მუნიციპალიტეტის მერია.